წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა გივი თარგამაძეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
კომისიაზე არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ირაკლი ოქრუაშვილს — 20 000.