წონის კლების მედიკამენტების მსოფლიო ბაზარმა 58 მილიარდ დოლარს მიაღწია

წონის კლების მედიკამენტების მსოფლიო ბაზარმა 58 მილიარდ დოლარს მიაღწია. გამოცემა Visualcapitalist-ის მონაცემებით, ბოლო წლებში აღნიშნული პრეპარატების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ფარმაცევტული ლანდშაფტი ძალიან შეცვალა. GLP-1-ის მწარმოებლები უდიდეს ფინანსურ მოგებებზე გადიან და თავიანთ გავლენებს სულ უფრო აფართოებენ.
GLP-1 (Glucagon-Like Peptide-1) — ეს არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავებში (ძირითადად წვრილ ნაწლავში) საკვების მიღების შემდეგ და ეხმარება ორგანიზმს შაქრის დონის დარეგულირებაში. ის ამცირებს მადას, რადგან მოქმედებს ტვინზე და შედეგად, ადამიანი ნაკლებ საკვებს იღებს. ამ მედიკამენტის მიღების შედეგად საჭმელი უფრო ნელა ტოვებს კუჭს, რაც ზრდის დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს გლუკოზის სწრაფ ზრდას სისხლში. აღნიშნული მედიკამენტები თავდაპირველად ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა შემდგომში ისინი წონის კლების პოპულარულ საშუალებებად იქცა.
წონის კლების მედიკამენტები Ozempic-ის, Mounjaro-ს, Wegovy-სა და სხვა ბრენდების ქვეშ გამოდის.
სტატისტიკის თანახმად, -ში GLP-1-ის ბაზაზე შექმნილი პრეპარატები უფროსი მოსახლეობის 12%-ს (ყოველ მე-8 ზრდასრულს) აქვს მიღებული. ამ პრეპარატების პოპულარობის მკვეთრმა ზრდამ მეტაბოლური პრეპარატები ფარმაცევტული კომპანიების კვლევების პორტფელში წამყვან პოზიციებზე გაიყვანა.

ბრენდების მრავალფეროვნების მიუხედავად, ბაზარზე ორი კომპანია დომინირებს: Eli Lilly აშშ-დან და დანიური Novo Nordisk. Novo Nordisk-ის პროდუქტია Ozempic, რომელიც ბაზრის თითქმის მესამედს (31,5%) იკავებს, Eli Lilly-ს Mounjaro-ს კი ბაზრის 23,4%-იანი წილი აქვს.
Novo Nordisk-ის Wegovy-ი მესამეა 16,5%-იანი წილით, შემდეგ კი მოდის: Zepbound (Eli Lilly) – 11,6%, Trulicity (Eli Lilly) – 8.4%, Rybelsus (Novo Nordisk) – 6.0%, Saxenda (Novo Nordisk) – 1,6%
Victoza (Novo Nordisk), 1,1%.
წყარო:jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ