,,წმინდა მატრონას ხატის ამბავზე სულ ის ამბავი მახსენდება …“ – ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა:
,,წმინდა მატრონას ხატის ამბავზე სულ ის ამბავი მახსენდება …
ქალს შვილები მშიერი ყავდა და ვერაფერი მოიფიქრა რომ ბავშვები გამოეკვება. აიღო ტელეფონი და რადიოს პირდაპირ ეთერში დარეკა. ღმერთო ვიცი გესმის ჩემი ხმა, გამომიგზავნე საკვები, რომ ბავშვები დავაპუროო. ამ რადიოს ერთი ურწმუნო მილიონერი უსმენდა. იფიქრა ქალს გავეღადავებიო. შეუკვეთა ძვირფასი საკვები, დარეკა რადიოში, გაიგო ამ ქალის მისამართი და მიადგა სურსათ სანოვაგით. ქალმა კარი გაუღო და რომ დაინახა უამრავი საკვები ღმერთს მადლობა გადაუხადა. კაცი გაბრაზდა და კითხა: მართლა გგონია რომ ღმერთმა გამოგიგზავნაო? მე გიყიდეო. მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთმა თუ მოინდომა ეშმაკიც ემორჩილებაო 🙏🏼 მიუგო ქალმა.
არავინ არ იცის რა რატომ ხდება, რადგან შეუცნობელია უფლის გზები”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება