წლის დასაწყისიდან პირველად უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა

რუსეთის ჯარებს 1 აპრილს, შუაღამის შემდეგ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით არ შეუტევიათ, რაც 2025 წლის დასაწყისიდან პირველი შემთხვევაა. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა საჰაერო ძალების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.
მოგვიანებით, დილის 10 საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დრონებით თავდასხმა არ ყოფილა. საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მოწინააღმდეგემ ზაპოროჟიეს მიმართულებას შეუტია ორი მართვადი საავიაციო რაკეტით. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა ჩამოაგდო.
ღამის განმავლობაში მხოლოდ სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ცნობით, სამივე დრონი ბრიანსკის ოლქში მოიგერიეს.
წლის დასაწყისიდან დღემდე როგორც , ისე ყოველდღიურად აცხადებდნენ ღამის განმავლობაში ათეულობით დრონით შეტევის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…