სეგუნდა დივიზიონის ოცდამერვე ტურში „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „სარაგოსას“ დაუზავდა – 2:2.
მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახდა და 78-ე წუთზე შეცვალეს, სტუმრებმა კი კომპენსირებულ დროში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ 35-ე წუთზე გონსალო ვილიარის გაძევების გამო „გრანადა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
წიტაიშვილის თამაში flashscore-მ 7.5 ქულით შეაფას, sofascore-მ კი 7.2 ქულით. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გრანადამ“ ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, 43 ქულით მერვე ადგილზეა და 2 მარტს გასვლაზე
„კორდობას“ დაუპირისპირდება.
გრანადა – სარაგოსა 2:2
გოლები: 1:0 რებახი (23), 2:0 წიტაიშვილი (48), 1:2 მარი (90+2), 2:2 მარი (90+4)
გაძევება: ვილიარი (35, გრანადა)
