„წისქვილი ჯგუფი“ EURO 2024-ის პერიოდში მოგების 20%-მდე ზრდას ელოდება

„წისქვილი ჯგუფი“ EURO 2024-ის პერიოდში მოგების 20%-მდე ზრდას ელოდება. ამის შესახებ „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანანო თავხელიძემ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში მდებარე “ლუდის მოედანი”, წყნეთისა და მცხეთის ფილიალები დღევანდელი მატჩის დროს 100%-ით დაჯავშნილია, თუმცა სხვა თამაშებისთვის წინასწარი ჯავშნების მიღება ისევ გრძელდება.
„ევრო 2024“ წელს, ყველა ქართველისთვის ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონატი, ამიტომ ყველა ვემზადებით განსაკუთრებული გულშემატკივრობისთვის. სტუმრებს ვუმასპინძლებთ ჩვენს ფილიალებში, წყნეთში, მცხეთაში და “ლუდის მოედანზე”. „წისქვილი“ 22 წელზე მეტია ტურისტების და ქართველების საყვარელ ადგილად რჩება. სწორედ ამიტომ ჩემპიონატის საყურებლად ჩვენი სტუმრები, ქართველებიც და უცხოელებიც ყოველდღიურად სტუმრობენ “წისქვილს”. მოგეხსნებათ ახლა აქტიური ტურისტული სეზონია, უამრავი უცხოელია ჩვენს ქვეყანაში და ევროპის ჩემპიონატი მათთვისაც უმნიშვნელოვანესია.
სტუმრების ნაწილში “ლუდის მოედანზე” ქართველებიც არიან და უცხოელებიც. რაც შეეხება წყნეთის და მცხეთის ფილიალს – აქ, მატჩების ტრანსლაციის დროს მომხმარებელთა 80% ქართველია. დაინტერესება ძალიან დიდია. ეს შეხვედრა ყველასგან განსხვავებულია, რადგან ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საქართველო პირველადაა ევროპაზე. ყველა ეძებს განსაკუთრებულ ადგილს ამ მატჩის საყურებლად, “წისქვილს” კი ბევრი ალტერნატივა აქვს. მათ შორის, ქალაქგარეთ, ღია ტერასები, დახურული სივრცე და ყველანაირი ტიპის მოთხოვნას ერგება.
ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდისთვის „წისქვილის“ სივრცეების გადაწყობა არ მომხდარა, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი სივრცე, როგორც ღია, ისე დახურული, რომ დავამატოთ მხოლოდ მონიტორები. ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთს „წისქვილში“ უყურონ. ჩვენებების დამატება სივრცეებში, მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის სტუმრობას. კონკრეტული პროცენტის დასახელება გაგვიჭირდება, შევაფასებთ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ”, – აცხადებს ანანო თავხელიძე.
როგორც “წისქვილი ჯგუფის” მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, მომხმარებლები ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციის ყურებას „წისქვილის“ რესტორნებში („ლუდის მოედანი“, „წისქვილი“ – მცხეთა, „წისქვილი“ – წყნეთი) შეძლებენ, სადაც მაღალი ხარისხის გამოსახულებით ეკრანებია დამონტაჟებული. ცნობისთვის, „წისქვილი“ 2002 წელს დაარსდა.
ორი ათეული წლის მანძილზე ბრენდი გაიზარდა და დღეს უკვე ქართული ტრადიციული რესტორნების ქსელია, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც არქიტექტურის, კულტურის, სამზარეულოსა და ფოლკლორის გაცნობის საუკეთესო ადგილი.
„წისქვილი ჯგუფი“ დღეს აერთიანებს 8 რესტორანს და 2 მარკეტს: ეთნო წისქვილი; ლუდის მოედანი; ღვინის ეზო; წისქვილი მცხეთაში; წისქვილი წყნეთში; წისქვილი ვაკეში; თეატრი; წისქვილის ტერასა, ხოლო „წისქვილის” მარკეტები არის ვაკესა და ავლაბარში.
bp.ge