“წინ ევროპისკენ!” – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი ალექსი მატუა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მომავალი ევროკავშირშია”, – წერს მატუა სოციალურ ქსელში.
უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.
