წინა ხელისუფლების მსგავსად, უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს

წინა ხელისუფლების მსგავსად, უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ.
მისი თქმით, დონორებმა იციან რაში იხარჯება დაფინანსება და მიზანმიმართულად ახალისებენ ოპოზიციის პროვოკაციულ წინასაარჩევნო კამპანიას.
ქადაგიძე წერს, რომ სააკაშვილის რეჟიმის შესახებაც ყველაფერი იცოდნენ უცხოელმა დონორებმა, თუმცა მორჩილების სანაცვლოდ ნაცმოძრაობას ყველაფერი ეპატიებოდა. მისი თქმით, ახლაც ასეთივე მორჩილებას ითხოვენ ხელისუფლებისგან.
„არ იციან დონორებმა რაში იხარჯება მათი ფული?! იციან და მიზანმიმართულადაც ახალისებენ ამ პროვოკაციულ კამპანიებს. აი, ზუსტად ისე იციან, როგორც 2003-2012 წლებში იცოდნენ სისტემური ძალადობა, უუფლებობა, ბიზნესის რეკეტი, მედიაზე ძალადობა და ავტორიტარული რეჟიმი. დიახ, მაშინ ჩუმად იყვნენ, რადგან სააკაშვილი თუ ნაძირალა იყო, მათი ნაძირალა იყო და ეპატიებოდა ყველაფერი უპირობო მორჩილების სანაცვლოდ. ჰოდა ახლა, ისეთივე უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები.
იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს. ამიტომაც, დონორები ბრაზობენ და თუნდაც, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სასამართლოთი მსჯავრდადებულ მოძალადეს პოლიტიკურ პატიმრად გვიცხადებენ, კვლევებს აყალბებენ, პოლიტიკურ პროცესებში ღიად ერევიან და ყველაფერს კადრულობენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად. აქედან გამომდინარე, დონორ-ბენეფიციარიანად უნდა აუგოს პოლიტიკური წესი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და სამუდამოდ აუკრძალოს უცხო ქვეყნის აქტორებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა! “-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა