წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია- ეს არის რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს

წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია- ეს არის რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის 2005 წლის განცხადებას, სადაც ბენდუქიძე აღნიშნავს, რომ „ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან. დაბალი ღობე ნახა?
ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა რას გადავწყვეტთ. ევროპელებმა მიხედონ თავიანთ კანცლერებს“. როგორც ექსპერტი წერს, პირადი გემოვნების საკითხია ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა კახა ბენდუქიძე, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხშირად სიმართლეს ამბობდა, არავისგან მართული არ იყო და ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა. მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქრთამი ჯოჯოხეთსაც აანთებს, მაგრამ გაუგებარია ასეთი რა თანხა უნდა შემოგთავაზონ ნებაყოფლობით ისევ ჯოჯოხეთში დაბრუნება, რომ მოისურვო, ამისთვის კი უცხოელებს ყველაფერზე თავი უქნიო, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც თავის ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ბოლომდე ვერ გარკვეულან.
„პირადი გემოვნების საკითხია ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა კახა ბენდუქიძე, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხშირად სიმართლეს ამბობდა, არავისგან მართული არ იყო და ამბობდა იმას რასაც ფიქრობდა. წინა ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, ამ ხელისუფლებისთვის ცალ ფეხზე ხტუნვა კი საერთოდ მიუღებელია, აი, ეს არის რაც ასე აშფოთებთ და ამწარებთ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულ უცხოეთის ყურმოჭრილ მონებს. იმ ხალხზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია რომლებიც ტვ იმედის დარბევა პირადად საკუთარ თავზე გადაიტანა, დღეს კი დარბევის ორგანიზატორებთან ერთად ერთ ნავში ნებივრობენ. გასაგებია, რომ ქრთამი (ფული) ჯოჯოხეთსაც აანთებს, მაგრამ გაუგებარია ასეთი რა თანხა უნდა შემოგთავაზონ ნებაყოფლობით ისევ ჯოჯოხეთში დაბრუნება, რომ მოისურვო, ამისთვის კი უცხოელებს ყველაფერზე თავი უქნიო, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც თავის ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებში ბოლომდე ვერ გარკვეულან.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: 29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა