წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს

წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, მაშინ როდესაც რადიკალურ-აგენტურულმა პარტიებმა 60 ათასით ნაკლები ხმა მიიღეს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები, დაახლოებით, 190 ათასი ხმით გააუმჯობესა, – განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
იგი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთან განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალების მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ 300 ათასი ხმით გააყალბა. მდინარაძემ დაასახელა ციფრები, წინა არჩევნებთან შედარებით, თუ რამდენად მეტი ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“.
„წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 190 ათასი ადამიანით მეტმა დაგვიჭირა მხარი. წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 294 თასით მეტმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მაშინ როდესაც იმ რადიკალურ აგენტურულ პარტიებს, რომელთაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 ათასით ნაკლებმა დაუჭირა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩეველს, სხვა რომ არაფერი დარჩათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა