წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპი 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას

წინასწარი შედეგებით, დემოკრატების პრაიმერიზში 15-ვე შტატში იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპი 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატების ასარჩევად ამერიკელებმა ერთდროულად 15 შტატში მიიღეს მონაწილეობა პრაიმერიზში.

ხმის მიცემის პროცესი უკვე ყველა შტატში დასრულებულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, თუმცა მედია წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას უკვე ავრცელებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, 15-ვე შტატში ჩატარებულ დემოკრატების პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერიზში ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ 12 შტატში მოიპოვებს გამარჯვებას.

რაც შეეხება ვერმონტის შტატს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელების პრაიმერიზში, დიდი ალბათობით, გამარჯვებას დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი მოიპოვებს. გასულ კვირაში მან ვაშინგტონის შტატის პრაიმერიზშიც გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი