აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,05%-ით გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ადგილობრივ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებ .
საარჩევნო კომისიის ცნობით, მათ 6,537 საარჩევნო უბნიდან 6,102-ის შედეგები უკვე დაითვალეს, რაც საერთო რაოდენობის 93,35%-ს შეადგენს.
შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა კანდიდატი ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ-ოღლუ, რომელმაც 101,851 (2.19%) ხმა მიიღო, მესამე ადგილზე გასულმა მუსტაფა ფაზილ გაზანფარმა კი 92,980 (2%) ხმა მიიღო. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ხმების 2%-ზე ნაკლები მიიღეს.
ილჰამ ალიევს გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში არჩევნები მომდევნო 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა, რომ 2024 წლის 7 თებერვალს ვადამდელი არჩევნები გაიმართებოდა.