წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება – ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა

წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება. ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება კიდევ 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამჯერად, დატვირთული საახალწლო აქტივობები ასპინძაში, ლაგოდეხში, ზესტაფონსა და ხელვაჩაურში გაიმართა.
რეგიონებში დილიდან ხალხმრავლობაა. განსაკუთრებული მოწონებით სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეძენილი საახალწლო ილუმინაციები სარგებლობს. თოვლის ბაბუას კუთხე, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – რეგიონებში საახალწლო განწყობა საღამომდე გაგრძელდა, დღის ბოლოს კი დამთვალიერებლების განწყობაზე ქართველმა შემსრულებლებმა იზრუნეს.
ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების გარდა, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ონში, ყვარელსა და საგარეჯოში. ღონისძიებები, 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას