წინასაარჩევნოდ ტრამპმა ბიბლიის გაყიდვა დაიწყო

გუშინ, 26 მარტს, -ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედია Truth Social-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეფე ჯეიმსის ბიბლიას წარადგენს, რომელსაც ყდაზე “ღმერთმა დალოცოს ” აწერია.
ტრამპმა ბიბლია ამერიკელ მომღერალ ლი გრინვუდთან პარტნიორობით გამოსცა, რომელიც სიმღერის “ღმერთმა დალოცოს აშშ” ავტორია. ტრამპის თქმით, ეს მეფე ჯეიმსის ვერსიის ბიბლიაა, რომელიც ასევე “ამერიკის დამფუძნებელი მამების” დოკუმენტებს შეიცავს: აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციას, უფლებათა ბილს, კონსტიტუციასა და ერთგულების ფიცს.
ვიდეოში ტრამპი მხარდამჭერებს მისი ბიბლიის ყიდვისკენ მოუწოდებს, რომლის ღირებულებაც $59.99-ია.
“ყველა ამერიკელს სჭირდება ბიბლია თავიანთ სახლში, და მე ბევრი ბიბლია მაქვს”. – ამბობს ტრამპი.
მანამდე, თებერვლის თვეში ტრამპმა ფილადელფიაში ტრამპის სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა.
ე.წ. “ტრამპის ფეხსაცმელები” ახალ ვებსაიტზე $399 ღირდა, თუმცა, ისინი ერთ დღეში გაიყიდა. ვებსაიტის ინფორმაციით, გასაყიდად ფეხსაცმელების მხოლოდ 1000 წყვილი იყო.