წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი შეეცდება ზოგიერთი სახის რეკომენდაცია შესრულდეს, თუმცა, ძირითადად მოთხოვნებს არ შეასრულებენ –

სანამ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუფორმებს, თბილისში დისკუსიის საგანი ისევ ის არის, ვინ შეუერთდება 9 დათქმის შესრულების პროცესს.
ოპოზიციის ნაწილი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის წინაპირობად, მათი ინიციატივების განხილვას ასახელებს. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადები და პასუხისმგებელი უწყებებიც. 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვს მმართველ გუნდს.
რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ შეეცდება ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას, თუმცა ძირითად მოთხოვნებს მაინც არ შესრულებს.
“წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ზოგიერთი სახის რეკომენდაცია შესრულდეს. თუმცა, ძირითადად მოთხოვნებს, რომელიც შეეხება წინასაარჩევნოდ ბერკეტების შესუსტებას და ძალაუფლების დაკარგვასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, არ შეასრულებს,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე .
ევროპელი ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში გამოაცხადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში