[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, “იბერიამ” ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, “დილას” კი გამარჯვებაც არ ეყოს…

არაფერი ისე ალამაზებს მსგავს მარათონებს, როგორც – ჩემპიონის გარკვევა ბოლო დღეს, ბოლო ტურში, როცა ტიტულის ორივე პრეტენდენტი ერთდროულად იწყებს თავის მატჩს და 90-წუთიანი მოლოდინის შემდეგ იხსნება კვანძი…
ეს არის წუთები, როცა გულშემატკივარს ცოტა ხნით მაინც ავიწყდება ჩვენი ჩემპიონატის პრობლემები და გამარჯვებულებთან ერთად უხარია, დამარცხებულებს კი თანაუგრძნობს…
გულშემატკივარი ვახსენეთ და როგორ მოუხდებოდა ამ ორ “ფინალურ” მატჩს თუნდაც სანახევროდ გავსებული ტრიბუნები, პირდაპირი სატელევიზიო გადაძახილები თამაშების მსვლელობისას… ისე, როგორც ტოპ-ჩემპიონატებს აშუქებენ ტოპ-ტელევიზიები…
მაგრამ “მიხეილ მესხი”, სადაც “იბერია” გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს უყრიდა თავს, “გაგრასთან” მატჩის დროს ცარიელი იქნება. “ტელეიმედის” ინფორმაციით, “იბერია” დაისაჯა 32-ე ტურში მომხდარი ინციდენტის გამო.
უცნაურია, რომ ეს ინფორმაცია არც ეროვნული ლიგის საიტზე გამოქვეყნებულა და არც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე, ინციდენტი კი ეხებოდა ერთ-ერთი გულშემატკივრის მოედანზე შეჭრას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა…
მაგრამ ქართული კლუბები ცარიელ ტრიბუნების წინ თამაშს მიჩვეულები არიან და ვერ ვიტყვით, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება. “იბერიასთვის” ახლა მთავარი ის არის, ფხიზლად იყოს უმოტივაციო მეტოქესთან მატჩში.
“გაგრა” სეზონის დასკვნით ნაწილს კარგად ატარებს და ის გუნდი არ არის, თუნდაც ჩემპიონობის პრეტენდენტი იოლად რომ მოუგებს. პარალელურ მატჩში კი “დილა” უმასპინძლებს თბილისის “დინამოს”, რომელსაც მოტივაცია აღარ დარჩა, თუმცა, არა გვგონია, გორში ბრძოლა არ გამართოს.
ცხადია, ორივე ლიდერს გამარჯვება უნდა, ოღონდ, “იბერია”, მოგების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში ჩემპიონი იქნება, “დილა” კი… ვერა, რადგან უშუალო კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არ აქვს. ეს კი არა, “იბერიასთან” ჩემპიონატის ოთხივე მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
მოკლედ, შაბათს საღამოს გავიგებთ – გახდება თუ არა “იბერია” მესამედ (ზედიზედ – მეორედ) საქართველოს ჩემპიონი, ხოლო “დილა” – მეორედ.
ბოლო ტურის წინ არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი. საჩემპიონო ჯახთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც – “გარეჯმა” და “თელავმა” უნდა გაარკვიონ, ვინ იქნება მერვეადგილოსანი და ვინ დაიკავებს მე-9 საფეხურს.
მე-8 ადგილზე გასული გუნდი პლეი-აუტში ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანს შეხვდება, მე-9 ადგილზე გასული – ეროვნული ლიგა 2-ის მეორეადგილოსან “სპაერს” დაუპირისპირდება.
1. იბერია 1999 35 23 8 4 58:23 77
2. დილა 35 25 2 8 61:33 77
3. ტორპედო 35 17 9 9 61:40 60
4. დინამო (თბ) 35 15 11 9 49:30 56
5. გაგრა 35 12 7 16 43:53 43
6. სამგურალი 35 12 6 17 54:50 42
7. დინამო (ბთ) 35 10 10 15 37:57 40
8. გარეჯი 35 7 13 15 40:52 34
9. თელავი 35 8 9 18 33:59 33
10. კოლხეთი 1913 35 5 7 23 31:68 22
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე…
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] “თელავმა” თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] “დილა” საჩემპიონო რბოლაში რჩება, “სამგურალი” ჯერ მშვიდად ვერ იქნება…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] “თელავმა” თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია…
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! “იბერიას” ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს…
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] აწყვეტილი ამირანი და ერთი ნაბიჯი ოქრომდე…
“იბერია 1999”-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ქომაგებისგანაც მიტოვებული… ს “დინამო” უატარას ვერ გაუმკლავდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ყველაზე მოტივირებული ფანცულაია იყო! “სამგურალმა” ს “დინამოს” შანსი არ დაუტოვა
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ “კლასიკოში”! ბრინჯაო “ტორპედოს” დარჩა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] …მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXIVტური] …ასე ხდება, როცა საკუთარ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! “თელავს” ძალა და კლასი არ ეყო…