“წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს – ყოველ საღამოს რუსთაველზე” – ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე სასამართლო პროცესამდე 2 საათით ადრე, მედიასთან ამბობს:
“მთავარი ამბავი არის ის, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს! ამ წინააღმდეგობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება, ეს არის ყოველ საღამოს რუსთაველზე გამოსვლა. ვისაც როგორ შეუძლია, ყოველ საღამოს უნდა გამოვიდეს რუსთაველზე. ასევე მარშებში მონაწილეობაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი პროტესტი, რაც შეიძლება მეტი გამოხატულება იმისა, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ იბრძის დამოუკიდებლობისთვის”
თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე დიდი ალბათობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.
საქმის განხილვის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების შეკრებაა დაანონსებული.
· შეგახსენებთ, რომ ს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
· ცნობისთვის, “ოცნების “საგამოძიებო კომისიაზე” არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, ს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერს ს, ხოლო 30 000 ს, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, ს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.