„მე მაინც ვფიქრობ ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ ))
რეალურად კი, ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან.. მაშინ როცა ქვეყნის არევით და ომში ჩართვით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებენ, საკუთარ კლასტერს ასეთი იაფფასიანი სცენებით კვებავენ!!“, – წერს Facebook-ზე ნინო წილოსანი [სტილი დაცულია].
დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რუსთაველის გამზირზე წინ გადაუდგა რუსულნომრიან მანქანას და გზა არ დაუთმო. წიქარიშვილი იმავე საღამოს, 31 ოქტომბერს დააკავეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 10 დღით ადმინსიტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი წიქარიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის ხელს აწერდა ერთობლივ განცხადებას, რომელიც უწყების თანამშრომლებმა ევროკავშირთან გაწევრების პროცესის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გაავრცელეს. წერილში საუბარი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მნიშვნელობაზე. საგარეო უწყება წიქარიშვილმა ივნისში დატოვა.




