წითლიძე გვარამია-მელიაზე – „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის

“ნაციონალური მოძრაობის კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ”, – ამის შესახებ განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და მელია-გვარამიას გაერთიანებას გამოეხმაურა.
როგორც წითლიძე ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან ერთად იქნება მთავარი ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.
მე შემიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” კლონობა არ გამოსვლია არავის 12 წლის განმავლობაში, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობას” ს ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ მაქვს მოლოდინი იმის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეიძლება ამით ხმები დააკლდეს,” – განაცხადა წითლიძემ.