წითელ ზღვაში, ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რასაც, 6 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუბერნატორს დაღუპული პირების ეროვნება არ დაუდასტურებია.
ჰურგადაში ს საკონსულოში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავში, SINDBAD-ში, ეკიპაჟის წევრების გარდა, 45 რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
„პირველადი მონაცემებით, ბორტზე მყოფთა უმეტესობა გადაარჩინეს და გადაიყვანეს ჰურგადაში მდებარე სასტუმროებსა და საავადმყოფოებში“, – აცხადებენ საკონსულოში.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ტურისტის ბედს ამ დრომდე არკვევენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }