წითელი ზღვაში კრიტიკული მნიშვნელობის საკომუნიკაციო კაბელები გაწყვეტილია

წითელ ზღვაში რამდენიმე საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა, რაც გავლენას ახდენს მონაცემთა ტრაფიკის 25%-ზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მოძრაობს, აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკელი ოფიციალური პირი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
-ის ოფიციალური პირის თქმით, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გასულ თვეში იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა შესაძლოა, ზღვაში გემებზე თავდასხმის გარდა, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟი მოაწყონ.
ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დასავლეთით წითელი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს, უარყვეს, რომ მათ კაბელების დაზინება სურთ და პირიქით, განაცხადეს, რომ კაბელებისთვის ზიანის მიყენება აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს შეეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ