წვრილმანი ხულიგნობა – სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო

9 იანვარს სამების საკათერდო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია ტაძარში განთავსებულ ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული.
დღეს გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს რომ ხატს, რომელზეც რამდენიმე დღეა საზოგადოებრივი დისკუსიის თემაა მასზე სტალინის გამოსახულების გამო, საღებავი შეასხეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, უწყებამ “სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში”.
ეს მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება