წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მოეწყო და მიზნად წარმატებული მოსწავლეების წახალისებას ისახავდა.
დაჯილდოების ცერემონიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა ესწრებოდნენ, რომლებმაც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს 100 ოქროს მედალოსანი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 – და 70 – პროცენტიანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები და მათი სკოლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს