“წელს 2-3 ბაზარი დაგვემატება” – “აჩინებული” CASPIAN AGRO 2024-ის შედეგებს აფასებს

ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, CASPIAN AGRO 2024-ზე მონაწილეობა 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყო კომპანია “აჩინებულიც“.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან აცხადებს, თავდაპირველად, USAID-ის პროექტის ფარგლებში იყვნენ მიწვეული. პირველად კი, შარშან მიიღეს მონაწილეობა. წელს კი, უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა.
მისივე ცნობით, კომპანიას მიმდინარე წელს 2-3 ბაზარი უნდა დაემატოს.
„ძირითადად ამ გამოფენაზე SNG-ს ქვეყნები მონაწილეობდნენ (ბელორუსი, მოლდოვა, უზბეკისტანი, , აზერბაიჯანი და ა.შ.).
ახალი პარტნიორის შეძენა საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიასთან კონტაქტები უკვე გავცვალეთ. ძირითადად აზერბაიჯანულ კომპანიებთან. ამასთან, გამოხმაურება იყო ბელორუსული, ყაზახური და უზბეკური კომპანიებიდან. ძირითადი არის 7- 8 კონტაქტი აზერბაიჯანელებთან გვაქვს, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ“,- აცხადებს ბიზნესმენი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანია წელს რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, ჩეხეთიდან კომპანიაში ყოფილი პარტნიორების ვიზიტია დაგეგმილი, რათა კონტრაქტი განაახლონ.

ასევე დაგაინტერესებთ