ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ცოტა ხანში უყრიან კენჭს „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც.
საპარლამენტო ასამბლეის უკვე არაერთა წევრმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოშ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა კრიტიკულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი და ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა ითხოვს.
არაერთმა მათგანმა ახსენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, რომელიც მე-18 დღეა, შიმშილობს.
ფრანკ შვაბე –
„საქართველო საპირისპირო მხარეს მიდის, სრულიად არასწორი მიმართულებით: ნაკლები დემოკრატიული სტანდარტები; ადამიანის უფლებების, კანონის უზნაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებად დაცვა – მოდით, ასე ვთქვათ: ნაკლები ევროპა“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ, PACE-ის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ.
„აქ იმის გამო ვართ, რომ გამოვიდეთ ბოლო გაფრთხილებით. ჩვენ უბრალოდ შეშფოთებულები კი არ ვართ, – როგორც უამრავ ანგარიშშია ხოლმე აღნიშნული, – არამედ ჩვენ დღეს მზად ვართ მოქმედებისთვის“, – განაცხადა მან.
„ჩვენ მივყვებით ამ საკითხს. ასი პროცენტით მივუბრუნდებით მას აქ, აპრილში. მე ამას ვუწოდებდი „წევრობას გამოსაცდელი ვადით“, მკაცრად შეზღუდული უფლებებით“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ.
· „შეწყვიტეთ ძალადობა და პასუხი აგებინეთ მათ, ვინც ჩაიდინა სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულები. გთხოვთ გაათავისუფლოთ პოლიტიკური საფუძვლებით დაკავებულები და მსურს, ვახსენო მზია ამაღლობელი. მე ვნახე ვიდეო და მის მიმართ ბრალდება სასაცილოა – რასაც აბრალებთ და რა სასჯელიც ელის“.
· „ვიხილეთ სისტემური მანიპულაცია არჩევნების დროს, როგორ ისყიდიდნენ ადამიანებს, მოუწოდებდნენ ფოტოების გადაღებისკენ, როგორი ზეწოლა იყო ამომრჩევლებზე. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები“.
· „მსურს, დამატებით განვაცხადო: ნუ მოახდენთ ადამიანების ექსტრადიციას აზერბაიჯანში. არიან აფგან სადიგოვის მსგავსი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან თბილისში და ეშინიათ აზერბაიჯანში გაძევების“.
ალექსეი გონჩარენკო
უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინას, – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლბის მტკიცებისგან განსხვავებით, არ სურს „საქართველოს ომში ჩართვა“ და „მეორე ფრონტის გახსნა“.
„საქართველოში დემოკრატიას თავს ესხმიამ. იქ დემოკრატიისა და თავისუფლების მოკვლას ცდილობენ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს გატაცებას პრორუსული მარიონეტების მიერ. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. ვინ დგას ამ გზაზე მათ წინააღმდეგ ? ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა მან.
„ამიტომაა, რომ საქართველოს რეჟიმი ასე მკაცრად უტევს სამოქალაქო საზოგადოებას, უცხოური აგენტების კანონით, „რუსული კანონით“, სასტიკი თავდასხმებით, მიჰყავს მათ ციხეში. ამიტომაც სძულთ ისინი ასე ძალიან“, – თქვა გონჩარენკომ.
მან ქართულ ენაზეც მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს საზოგადეობას:
„ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, აღსდექ საქართველო! იბრძოლე საქართველო“!
ევგენია კრავჩუკი: „ეს მე სამშობლოში მინახავს“
უკრაინელმა პოლიტიკოსმა, უკრაინის რადის წევრმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა:
„[ერთ-ერთ ახალგაზრდულ ცენტრში ქართველ გოგოს ვესაუბრე. ქართველებს ეშინიათ, რომ მათ დაივიწყებენ, ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება და საბოლოოდ აღარავინ იდარდებს მათზე. მაგრამ ისინი ჩვენ გვადარდებს. ჩვენ გვადარდებს საქართველოს ხალხი, რომელმაც აირჩია დემოკრატიული, ევროპული გზა“.
„როდესაც უკუსვლაზე ვლაპარაკობთ, – მე საკუთარ ქვეყანაში მაქვს ნანახი, როცა იანუკოვიჩი ევროინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით შეტრიალდა. ეს მე ნანახი მაქვს, ნანახი მაქვს ეს პროტესტი, ვმონაწილეობდი მასში. ეს თვითნებური დაკავებები ნანახი მაქვს, ეს ჩვენთან მოხდა. ჩვენ გვყავდა ჟურნალისტები ციხეში. ეს ყველაფერი გვქონდა. გამოვცადეთ სისასტიკე“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, იგი მხარს უჭერს რეზოლუციას, რომელიც მოიცავს „მოწოდებას ადრეული არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისა და ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგის გათავისუფლებისკენ“.
„მსურს აღვნიშნო, რომ მეთვრამეტე დღეა, რაც შიმშილობს ქალბატონი მზია ამაღლობელი. ვუცხადებ მას სოლიდარობას ჩემი და ასამბლეის სახელით“, – განაცხადა კრავჩუკმა.
—
სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, – გივი მიქანაძე და თეა წულუკიანი.
ინფორმაცია თანდათანბოით განახლდება.