,,წაქცეულს აღარ ურტყამენო, მაგრამ ბურჭულაძესთან კითხვები მაქვს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,ამბობენ, წაქცეულს აღარ ურტყამენო. ვერ ვხდები ბოლომდე რა ფილოსოფია დევს ამ შეგონებაში, ამიტომ თავს უფლებას მივცემ აწ უკვე პატიმარ თავდაცვის ექს-მინისტრ ბურჭულაძის მიმართ კითხვები დავსვა. ის მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან არის, და ამით ხსნიდა მის შთამბეჭდავ აქტივებს.
კითხვა კი ის გახლავთ, რომ რატომ მაინცადამაინც მინისტრობის დროს გადაწყვიტა ესპანეთში სახლის ყიდვა? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სწორედ მინისტრობის დროს გაუჩნდა ის დამატებითი თავისუფალი თანხები, რომელთა მეშვეობითაც თავს უფლება მისცა ასეთი ძვირადღირებული შენაძენი გაეკეთებინა?!“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“