BBC-ის ინფორმაციით, ანდონი ირაოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბორნმუთის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. გუნდს დამრიგებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.
დიდია ალბათობა იმისა, რომ ირაოლა სამშობლოში დაბრუნდება და თავის საყვარელ კლუბ “ბილბაოში” იმუშავებს, სადაც პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.
როგორც იცით, ბასკური გუნდის რიგებს ერნესტო ვალვერდე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და მედიაში გავრცელებული ცნობით, ირაოლას ოჯახის სურვილი ესპანეთში დაბრუნებაა, რამაც მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია.