წარმოუდგენელი კადრები – როგორ დახვდნენ გატუზოს “ჰაიდუკში” გადასულ ივან რაკიტიჩს ხორვატი ფანები [VIDEO]
36 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი სამშობლოში ითამაშებს. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით “ჰაიდუკში” ჩაირიცხა, რომლის მწვრთნელიც ჯენარო გატუზოა.
აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩი შვეიცარიაშია დაბადებული და გაზრდილი, მისი მშობლები ხორვატები არიან, კარიერა კი “ბაზელში” დაიწყო.
ვეტერან ფეხბურთელს სამშობლოში არასდროს უასპარეზია, თუმცა სპლიტური გუნდის ფანებმა მას ისეთი დახვედრა მოუწყვეს, თითქოს ბავშვობის კლუბში ბრუნდებოდა.
რაკიტიჩი ბოლოს საუდის არაბეთის “ალ შაბაბში” ირიცხებოდა, განსაკუთრებულად სახელი კი ჯერ “სევილიაში”, შემდეგ კი “ბარსელონაში” თამაშით გაითქვა.