წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა და გამამხნევებდა – ელენე დევიძე

თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც თელავში მის მიერ გამართულ პროტესტზე გვერდით მაინც დაუდგებოდა.
„ამ ღონისძიებაზე მოხვდი შემთხვევით, რაღაც სპონტანურად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებმა იქ მისვლა და ჯერჯერობით მარტო ვიყავი, როდესაც შორიდან დავინახე, რომ ყაველაშვილი გამოდიოდა სიტყვით და მაშინვე გავემართე იმ სცენისკენ, რომ მე ვერ ავიტანდი უბრალოდ იმ ცინიზმს, რაც ხდება და რასაც იტანს კონკრეტულად თელავი და საზოგადოების ნაწილი. თელავში აღნიშნავენ ერეკლეს დაბადების დღეს, მაშინ როცა ერეკლე მოატყუეს თვითონ რუსებმა და ესენი მიყვებიან იმ ს გზას, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მოგვატყუა და ძალიან ბევრჯერ გადაგვაგდო და უბრალოდ სირცხვილია, ერეკლეს დაბადების დღეზე აღნიშნავდე რომ მიჰყვები იმ სიმართლეს, რომელსაც ეს ქვეყანა იმსახურებს. ესენი არ მიჰყვებიან სიმართლეს, ესენი მიყვებიან ს გზას, რაც ძალიან კარგად ვიცით და რაც ძალიან ცნობილია ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც. უბრალოდ გარკვეული ნაწილი ინარჩუნებს იმ დუმილს, რაც მე დღეს ვნახე ჩემი თვალით. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა. ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომ ელემენტარულად გავამხნევებინე მაინც“- განაცხადა ელენე დევიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ