წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში – როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს

წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში – როგორც ჩანს, აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს
-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა”, – მეთიუ მილერს ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ ამბავმა დიდი ზეიმი გამოიწვია “ცვილის ფიგურების მუზეუმში”, ვინაიდან აგენტოკრატებმა ამ ეტაპზე, მათი მოლოდინი გაამართლეს.
“რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები ამდენი ხანი საუბრობდნენ, ახდა!” – ეს ციტატა ლენინს ეკუთვნის. ეს ციტატა კი: “-ის სახდეპმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა”, – მეთიუ მილერს. ეტყობა სწორედ ამ ფრაზით სურს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამი ათასწლიანი და გაქრისტიანების ორი ათასწლიანი ისტორია დახუროს. ხოლო ჩვენ სასტიკად შეგვაშინოს – სანქციები ხომ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, პოლიციელებს და მათ ოჯახის წევრებს შეეხება.
წარმოუდგენელი ზეიმია ცვილის ფიგურების მუზეუმში – როგორც ჩანს აგენტოკრატებმა მათ მოლოდინებს ამ ეტაპზე მაქსიმუმით უპასუხეს. წელს აშშ-ში მოსახლეობის ერთი შეშფოთებული ნახევარი მეორე აღშფოთებულ ნახევარს რომ დასცხებს – საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველომაც ამერიკასთან სავიზო “ბაირამი” უნდა შეწყვიტოს. ხოლო კრიმინალური, ზნეობრივი, ნარკოტიკული აღვირახსნილობისა და პოლიციური ნიჰილიზმის, ტრანსგენდერთა ხილვადობის აშშ – სამოგზაუროდ “საშიში ქვეყნების სიაში” უკვე დღეიდან უნდა ვიგულისხმოთ…”- წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს