“წარმოუდგენელია, ხალხო, ამასთან შეგუება – სისტემა უნდა დაინგრეს!” – გიორგი ბახუტაშვილი

სისტემა აუცილებლად უნდა დაინგრეს, რადგან წაგვლეკა, ამ უაზრო დაპირებებმა, ბრალდებებმა, არარსებულმა სამხილებმა. უსამართლობამ, რომელიც ყველას მოგვწვდა და შეგვეხო. ამიტომ ვფიქრობ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. როგორ უნდა მოხდეს ეგ შემდეგი საკითხია, პატარ-პატარა ბრძოლების და ცალ-ცალკე აგურების გამოცლით, ბევრი არაფერი იცვლება, მნიშვნელოვანია, რომ საყრდენები აღარ ჰქონდეს და გამოეცალოს იმ სისტემას. “აბა ჩემ შვილს ხომ არ დავსჯიზეა“ აგებული მთელი ფილოსოფია ამ სისტემის, მაგიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს სისტემა დაინგრეს. სამართალს უნდა იცავდეს ის ხალხი, ვისი პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს. მეც ხო ვიყავი დაკავებული და პირადად გავიარე ეს ყველაფერი, როგორაა დანაშაულებრივი ჯაჭვი მოწყობილი. მოსამართლეებს სისტემას დაავიწყა იდეალები და ისეთებად აქცია, როგორებიც არიან. კავცობრიობის წიანშე ჩადენილი ბოროტებაა, 18-19 წლის ახაქლგაზრდებს ციხეში უშვებდე, იმიტოჯმ რომ ზემოდან ვირაცამ დაგირეკა, ემრე კი ამით აღებული ფული ამავე ასაკის საკუთარ შვილებთან მიგქონდეს. წარმოუდგენელია ხალხო ამასთან შეგუება, ყველას მისწვდება, ვისაც ჯერ არ მისწვდა მათაც, ეგეთი სისტემის მხარდაჭერა სახიფათოა. სულ მართალი ხომ ვერ იქნები, ჩვენი შეცდომები და მინუსები გვაქვს ყველას. ეგეთი სისტემის და ადამიანის გვერდში ყოფნა, რომელიც სულ მართალია, სახიფათოა. ისეთ ელემენტარულ რამეს ვითხოვთ, შეუძლებელია ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს, ამ ბრძოლას სხვა გამარჯვებული, ჩვენი ქვეყნის გარდა, ვერ ეყოლება“.