წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას… ყველანი საბოტაჟის რეჟიმის მძევლები არიან – ვოლსკი

“წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას… ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გუნდში ცვლილებები არასდროს ყოფილა ცუდის მომტანი და პირიქით – დადებითად უნდა შეფასდეს.
“პოპულარული შეკითხვაა – ვინ მიდის, რა ცვლილებები იქნება და ეს სავსებით გასაგებია. ამის თაობაზე, გააკეთებს შესაბამის განცხადებას ახალი პრემიერი და თანაც, საკითხების განხილვა არ დასრულებულა. ასე რომ, დაველოდოთ.
ამ გუნდში შიდა გადანაცვლებები არაფერ ცუდს არ წარმოადგენს – პირიქით, დადებითად უნდა იყოს შეფასებული. წარმოუდგენელია, რომ ოპოზიციამ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას და არამარტო რადიკალურ ოპოზიციაზე მაქვს საუბარი. ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია, ყოველგვარი შინაარსის მიუხედავად, იქნება თუ არა მთავრობა წარმატებული ან ექნება თუ არა ისეთი პროგრამა, რაც, თუნდაც, მათ გემოვნებას თუ ინტერესებს შეესაბამება. საბოტაჟის რეჟიმი არის ის ვითარება, რომლის მძევლებიც არიან ყველანი,” – აცხადებ .

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა