„წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება” – ლოიდ ოსტინი

„წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება” – ლოიდ ოსტინი
-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს.
„აღნიშნული ორპარტიული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რათა დაეხმაროს ს დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, მხარი დაუჭიროს ისრაელს, დაცული იყოს ირანისა და მისი მარიონეტებისგან და გაზარდოს საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზის სექტორში“, – აღნიშნა ოსტინმა განცხადებაში.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ „სამყარო უყურებს“, რას აკეთებს შეერთებული შტატები და აღნიშნულ კანონპროექტს სიცოცხლეების გადარჩენა შეუძლია.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა, ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სასარგებლოდ რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ