“წარმოდგენაც არ აქვს, რა დანაშაულზე ესაუბრებიან” – გელა ხასაიას ადვოკატი

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის, გელა ხასაიას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა:
ის არ აღიარებს დანაშაულს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა დანაშაულზეა საუბარი. ჩვენ დაველოდებით ამ თვალსაზრისით საქმის მასალებს და უფრო დეტალურად, ჩვენ პოზიციას უკვე საქმის დეტალებზე მერე მოგახსენებთ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დანაშაულს გელა ხასაიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაკავებას, გელა აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელზეც თავად დეტალურად ისაუბრებს სასამართლოში, სხვადასხვა სიტყვებს ეუბნებოდა, მათ შორის, ერთ-ერთ ჩემ დაცვის ქვეს მყოფზე, საბა სხვიტარიძეზე ეუბნებოდა, რომ როგორც საბა დავაკავეთ ისე დაგაკავეთ შენცო. პატარა ადამიანის სიტყვებია, დაკავებულ ადამიანზე ასეთი რამის განხორციელება, ზოგადად პატარა ადამიანებს სჩვევიათ ასეთი რამ, რომ მოწყვლად ადამიანებზე, რომლებიც დაკავებულები არიან, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ და ეს ადამიანი, სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცი, აუცილებლად გავარკვევ სახელ და გვარს და სასამართლოზეც მოვიწვევ,”
ცნობისთვის, გელა ხასაია გუშინ, 29 სექტემბერს დააკავეს. -ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – როცა ბაჩიაშვილის დედა ამბობს, ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის მსჯავრდებულიო, მიუთითებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია – როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, ვინც ფეხზე დააყენა, ორმაგად ამორალურია