წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს – დიმიტრი გვრიტიშვილი
წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით – ტელეკომპანია ,,ფორმულამ“) ვითომ ნეიტრალურ ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სინამდვილეში კი, ეს ადამიანი სრულიად მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს, – წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი დავით ზედელაშვილის შესახებ, ფეისბუქ-სტატუსს კი ე.წ. “სქრინშოტს” ურთავს, რომელშიც ზედელაშვილი არსებული ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობაზე და ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ სიკვდილზე საუბრობს. გვრიტიშვილის განცხადებით, ზედელაშვილი არის ე.წ. “ვეტინგის” იდეოლოგი საქართველოში და ამ პროცედურაზე გზამკვლევის ძირითადი ავტორი. მისივე თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, ზედელაშვილი ნეიტრალურ ექსპერტად წარმოაჩინონ, თუმცა, ნათლად ჩანს მისი ნამდვილი სახე და ძალადობრივი მისწრაფებები.
“წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც საქართველოს სასამართლოზე დაგეშილმა ე.წ. არასამთავრობო სექტორმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა (განსაკუთრებით – ტელეკომპანია ,,ფორმულამ“) ვითომ ნეიტრალურ ,,ექსპერტად“ შემოგვასაღეს სამართლებრივ საკითხებსა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სინამდვილეში კი, ეს ადამიანი სრულიად მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ეს დავით ზედელაშვილია, საქართველოში ე.წ. ვეტინგის იდეოლოგი, ამ პროცედურის პრაქტიკულად განხორციელებაზე გზამკვლევის ძირითადი ავტორი, რომელიც შეიქმნა სოროსის ფონდის დაკვეთით; სწორედ ამ ფონდში მოეწყო ზარ-ზეიმით ამ გზამკვლევის პრეზენტაცია 2022 წლის 21 თებერვალს (იხ: ლინკი ქვემოთ).
მაგისტრის აკადემიური ხარისხისათვის განათლებაც ამ ბატონმა სოროსის ფონდის ხელშეწყობით მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ქვემოთ, ფეისბუქ-პოსტის (რომელიც დადებიდან რამდენიმე საათში წაშალა) ე.წ. სქრინშოტიდან ჩანს ამ ადამიანის ნამდვილი სახე და მისწრაფებები, რომლითაც ცხადია, რომ მას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივი საკითხების ექსპერტობასთან; ამ ფეისბუქ-პოსტში საუბრობს კონკრეტული პოლიტიკური ძალის (,,ნაციონალური მოძრაობის“) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებიდან გამომდინარე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი, რომელსაც თავისი მიზნის მისაღწევად სხვა ვერაფერი მოუფიქრებია, თუ არა პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივი სიკვდილი. ამდენად, სრული ოქსიმორონია ამ ადამიანის ექსპერტობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რადგან ,,მეცნიერულად“ შეფუთული მეთოდების მიღმა აშკარად მოჩანს ძალადობრივი მეთოდების გამოყენების სურვილიც და შესაძლებლობაც. ამიტომ, ე.წ. ვეტინგის დაშვების შემთხვევაში, მალევე აღმოჩნდება, რა გეგმაა შედგენილი მოსამართლეთა მიმართ – სახრჩობელას თუ გილიოტინის ამოქმედება.” – წერს გვრიტიშვილი Facebook-ზე.