წარმატებები ვუსურვოთ ორივე ირაკლის და მთელ ქვეყანას – გიორგი ვოლსკი

არ არის გამორიცხული, “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, დღესვე, დამატებითი დეტალები გახდეს ცნობილი მინისტრთა ახალი კაბინეტის შესახებ. ამ დროისთვის ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუმცა, “კურიერის” ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ცვლილება, პრემიერის გარდა, მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ის ირაკლი ჩიქოვანი იქნება.
„გადანაცვლება, რასაკვირველია, ახალ იმპულსსა და ენერგიას შესძენს ამ ორ ძირითად მიმართულებას. წარმატებები ვუსურვოთ ორივე ირაკლის და მთელ ქვეყანას. გვიჭერენ თუ არა მხარს, საზოგადოებასაც პირობა უნდა მივცეთ, რომ არცერთი ისეთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რამაც შეიძლება დააზიანოს ქვეყანა, როგორც ამას გვემუქრებიან ოპონენტების ჯგუფიდან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ოპოზიცია განახლებული მთავრობის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი სხდომას დაესწრებიან. ახალი პრემიერისა და მთავრობის წევრების დამტკიცების პროცესი პარლამენტში მომდევნო კვირას შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა