წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს დიქტატორული რეჟიმის ცნობას – ჯო უილსონი

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე. ის აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ახალი აქტის წარდგენას აპირებს.
„შემდეგ კვირაში მე წარვადგენ „ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს -ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი “, – წერს კონგრესმენი.
იქამდე ჯო უილსონმა დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს ს ინაუგურაციაზე იწვევს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს.
ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე არ იტყვის, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი მას რეზიდენციაში დარჩენას ურჩევს და ფიზიკური დაცვის პირობას აძლევს.
ს ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე -მ ს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ გაუსწრო, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯო უილსონის ტვიტებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა ფაქტობრივად შექმნა მოლოდინი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც აშშ მიიღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება