“წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის” ცენტრის ხელმძღვანელი დირექტორი ტვ პირველთან ამბობს, რომ აქციიის მონაწილეების დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია, გარდა ამისა, ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ატარებდა სისტემურ, მასთაბურ ხასიათს, სწორედ ამიტომ მას არ უკვრის, რომ 6-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ეს წამებად შეაფასა.
ძალიან მაღალი ზღურბლია იმისთვის, რომ გაეროს ექსპერტებმა დაადასტურონ წამება – ამბობს ცისკარიშვილის თქმით, და მომხდარზე პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
მისი თქმით, “ამ ქვეყანაში წამების ბრძანებას გასცემს ივანიშვილი”.
უპრეცედენტო რამ მოხდა იმ მხრივ, რომ არასოდეს 6 დამოუკიდებელ ექსპერტს ერთობლივი განცხადება საქართველოზე არ გაუკეთებია. ბელორუსზე იყო, როდესაც მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და წამება, საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს არ მომხდარა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ხმარობენ სიტყვა წამებას და ამ სიტყვას ძალიან რთულად იყენებენ. იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ზღურბლია იმისთვის, რომ მათ დაადასტურონ წამება. საუბრობენ გაუპატიურების და სიკვდილის მუქარებზე, რაზეც დაზარალებულები მიუთითებენ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება კვალიფიცირდეს წამებაზე, მაგრამ სისტემურ წამებაზე რომ ლაპარაკობენ, ეს არის ბევრად მაღალი რანგის დანაშაული. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ბრძანების გაცემაზე შეიძლება გომელაური, მაგრამ ამ ქვეყანაში წამების ბრძანებას გასცემს ივანიშვილი”, – აცხადებს ლელა ცისკარიშვილი.
დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს, გაერო უმძიმეს – წამების და სასტიკი მოპრობის კვალიფიკაციას აძლევს. ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პოლიციის და არაიდენტიფიცირებადი ნიღბიანების ძალადობას ხალხის მიმართ, ჯერ ქუჩაში, შემდგე კი დაკავებისას, სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
ანგრიშში ვრცელი თავი ეთმობა უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატირმებს და კარლო კაციტაძის უწყების უმოქმდობას, რომელსაც არცერთი პოლიციელი არ დაუსჯი