წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა.
ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები.
სოფელ ჯვარში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდება.
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია.
მათივე თქმით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან დასუფთავება მიმდინარეობს, რათა დროულად მოამზადონ გადახურვისთვის.
მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის, მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება, დაზიანებული ობიექტების აღსადგენად. მანამდე კი, სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.ს