წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ 2022-2023 წლის ანგარიში წარადგინა

წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ 2022-2023 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, წალენჯიხა პირველი კოალიციური მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობის მაგალითი მისცა ქვეყანას.
მისივე თქმით, განხორციელდა რეფორმები ეფექტური თვითმმართველობისთვის და ამჟამად უკვე ყოველწლიურად 500000 ლარამდე დამატებით ხმარდება მოსახლეობის საჭიროებებს.
„შეიქმნა სათემო საბჭოები, რითაც გაიზარდა მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის მუშაობაში და მოიხსნა ყოველგვარი ბარიერი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც ს აგრესიის პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინის ქალაქ იავოროვს. წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა რეგულარულად ეხმარება უკრაინელებს და ახორციელებს ვიზიტებს.
მუნიციპალიტეტში ორჯერ სტუმრად იმყოფებოდა -ს ელჩი კელი დეგნანი და მისი დახმარებითწალენჯიხაში შეიქმნა ამერიკული კუთხე.
წარმატებით გვარდება მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევები, გზა, განათება და წყალმომარაგება. მხოლოდ 1.5 წლის განმავლობაში დამატებით 3500 ზე მეტი ოჯახი იქნა წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა 250 ზე მეტი პროექტი.
მეგობართა კლუბის ფარგლებში „ფორმულა ჯგუფის“ მიერ განხორციელდა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია, რითაც ქალაქ ჯვარში მოეწყო თანამედროვე ტიპისა და უეფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. ასევე რეაბილიტირდა წალენჯიხის ერთ-ერთი ისტორიული შენობა ჭადრაკის სახლი. გამოიცა ტერენტი გრანელის წიგნი“,- აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას.
გარდა აღნიშნულისა, განმარტა, რომ პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში იქმნება აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს.
„შემუშავდა და წარმატებით დაინერგა პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება და მასში წლიურად დაახლოებით 300მდე პირველკლასელი იღებს მონაწილეობას.
მეგობართა კლუბის ფარგლებში განხორციელებული პროექტები – IT სკოლა, იუვენტუსის აკადემია და თეატრისა და ხელოვნების ცენტრის მშენებლობა მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით განხორციელდა“,- აღნიშნა ხარჩილავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ