წალენჯიხაში სატვირთო ბეტონის კედელს შეეჯახა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა
წალენჯიხაში, ცენტრალური სტადიონის ბეტონის კედელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. სავარაუდოდ, მძღოლი შეჯახების მომენტში მანქანიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გაუმართავმა მუხრუჭმა გამოიწვია.
