წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა

წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემია გაიხსნა. როგორც „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, აკადემიის გახსნა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„წალენჯიხის „იუვენტუსის“ აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ.
დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით „იუვენტუსის“ აკადემია წალენჯიხაში, რაც ამ პატარა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია.
დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული დან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან.
მადლობა დავიდ ტრეზეგეს და „იუვენტუსის“ მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის“,- აცხადებს ხაზარაძე.
ინფორმაციას ამის შესახებ „ლელოს“ პრესსამასახური ავრცელებს.