“წალენჯიხაში დამთავრდა რუსეთი” – “რუსული კანონის” დარეკლამების მცდელობა 9 აპრილს და წალენჯიხის პასუხი

დღეს, 9 აპრილს, როცა მთელი საქართველო? 1989 წლის 9 აპრილს ს მორიგ ბოროტებას საქართველოს წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების მორიგ დახოცვას იხსენებს და გლოვობს, წალენჯიხაში მოქალაქეებს დილით დახვდათ “რუსული კანონის” მხარდამჭერი პლაკატები გამოკრული. ადგილობრივების ცნობით, სწორედ, 9 აპრილს, გამთენიისას, ქართული ოცნების და “რუსული კანონის” მხარდამჭერებმა გამოაკრეს პლაკატები იმ ქალაქში, რომელიც ერთადერთია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტოკოსია მერად არჩეული და რომლის ადგილობრივ თვითმმართველობასაც ცენტრალური ხელისუფლება “რუსული კანონის” დაცვას და ლობირებას ვერ აიძულებს.
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, გამოცემა თაიმერთან, ამბობს:
დღეს 9 აპრილია, საყოველთაო მწუხარების დღე რუსული აგრესიის და რუსული ბოროტების გამო დახოცილ ადამიამებს ვგლოვობთ. წუხელ წალენჯიხაში რადიკალებმა ისევ რუსული კანონის შემოსაღება სცადეს და მთელი წალენჯიხა აი, ამ პლაკატებით ააჭრელეს, სადაც წერენ, რატომ ვითომდა ეძახიან ისინი ამ კანონს არარუსულს და ევროპულს. მინდა იცოდეს ყველამ, წალენჯიხაში მსგავსი პლაკატი ვერ იქნება, წალენჯიხაში რუსეთი ვერ იქნება, წალენჯიხაში დამთავრდა რუსეთი და დამთავრდება მთელ საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ.