“წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი “ხულიგანს” ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს” – ესპანეთი გაოგნებულია

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 69:83 დამარცხება მძიმედ აღიქვეს ესპანელებმა. გთავაზობთ წამყვანი სპორტული გამოცემებიდან რამდენიმე ამონარიდს.
AS: „უსულოდ მოასპარეზე ესპანეთმა საქართველოსთან მარცხი განიცადა. ეს იყო ჩვენი გუნდის სამწუხარო ვერსია, რომელიც მუდამ გამოირჩევა თავისი ბრძოლისუნარიანობით.
„საქართველო, საქართველო“, – ისმოდა დარბაზში გამამხნევებელი შეძახილები. ჯიკიჩი შენგელიათი „დამალობანას“ გვეთამაშებოდა. ქართველთა ლიდერი გულის არითმიის მიუხედავად სასტარტოში იყო. ბოლო წუთები ესპანელთათვის უბრალოდ წამება იყო“.
„მარკა“ : ესპანეთი საშინელ სადებიუტო მატჩში განადგურდა. ამაზე უარესს ვერ წარმოვიდგენდით და ჯგუფიდან გასასვლელად თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო. შენგელიამ ექიმების რეკომენდაცია არად ჩააგდო და მაინც გავიდა პარკეტზე.
წავაგეთ მეტოქესთან, რომლის ერთი ლიდერი გარეგნულად სასტუმროს შვეიცარს მოგაგონებთ (ბითაძე – რედ.), მეორეს კი არითმია აქვს. მათ ევრობასკეტის წინ ექვსივე შეხვედრა დათმეს.
„ორლანდოს“ 213-სანტიმეტრიანი ცენტრი გოგა ბითაძე „თავხედურად და ხულიგნურად“ ირჯებოდა. მან თავის გუნდს შესძინა ის, რაც ვერ მოახერხეს ჩვენმა კალათბურთელებმა“.
„მუნდო დეპორტივო“: „ამ გუნდს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული, თუმცა ჰყავს სამი ლიდერი: გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელასვილი NBA-დან და „ბარსელონას“ ახალწვეული თორნიკე შენგელია. ამ სამეულზე დაყრდნობით ჯიკიჩის კრებულმა იგრძნო მოწინააღმდეგის სისუსტე და თავიდან ბოლომდე დომინირებდა. 14-ქულიანი მარცხი შეიძლება პირველი ეტაპის დასასრულს გადამწყვეტი აღმოჩნდეს“.
· ალექს რავი აბა, 2.13 კაცი თუ შვეიცარს გავს მე ვიღას ვგავარ აბა? :))) ჟირაფიო რო გეთქვათ კიდე გაიგებდა კაცი. არითმია მგონი აქეთ დაგემართათ და მეშინია რამდენიმე დღეში ოთხეულში რომ ვერ იპოვნით ნაკრებს უარესი არ მოგივიდეთ 🙂
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია