ძუძუს კიბოს მკურნალობას თბილისის მერია 100%-ით დააფინანსებს

ძუძუს კიბოს მკურნალობას, თბილისის მერია 100%-ით დააფინანსებს. ახალი პროტოკოლის თანახმად, სრულად ფინანსდება პაციენტისთვის 18 გადასხმა და ოთხი ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა. პროგრამა შეეხება როგორც ადრეული, ასევე მეტასტაზური სტადიების შემთხვევებს.
დღემდე, მერიის პროგრამით ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 50-80%-ით ფინანსდებოდა. ძვირადღირებულ პრეპარატებს უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეები იღებდნენ. დაფინანსების ახალი სისტემის მიხედვით, ბარიერი სრულად მოიხსნა და მკურნალობის კურსი ყველას 100%-ით დაუფინანსდება.
2024 წლის ბიუჯეტში, პროგრამისთვის საჭირო თანხაც გათვალისწინებულია და პროგრამისთვის 6 მლნ 160 ათასი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ 2023 წელს ძუძუს კიბოს ახალი 1600 შემთხვევა გამოვლინდა. მხოლოდ თბილისში, 200-მდე ქალი გადის მკურნალობის კურსს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ სკრინინგის პროგრამით სარგებლობა ადრეულ ეტაპზე მოხდეს.
სკრინინგ პროგრამაში ჩართვა 40-დან 70 წლის ასაკამდე არის შესაძლებელი. მხოლოდ თბილისში, პროგრამის დაწყებიდან, 2016 წლიდან დღემდე, 800-მდე პაციენტმა გაიარა მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი. მათგან ადრეული სტადიის შემთხვევაში, 96% სრულად განიკურნა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად