ძმებმა ფხაკაძეებმა იპოდრომის მიმდებარედ 41-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა მიიღეს

ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების კომპანია „ვან ცენტრალ პარკი“ იპოდრომის მიმდებარედ 41-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს, რომელზედაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის შუალედური ნებართვა უკვე გასცა.არსებული 9 645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს იპოდრომის ტყის ნაწილს, რომელიც ესტაკადითაა შუაზე გაყოფილი და ასევე, თამარაშვილის ქუჩას ესაზღვრება. ეს ადგილი „ქართუ ჯგუფის“ საკუთრება იყო, რომელიც ორგანიზაციამ 2023 წელს გაყიდა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 75% საცხოვრებელი, ხოლო 25% საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის განვითარება.„შენობა შედგება 1 მიწისქვეშა და 41 მიწისზედა საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით ესაზღვრება საბურთალოს ცენტრალური პარკი.შენობის -1 სართულზე განთავსებულია აუტო შოურუმი და დამხმარე ფართები, 1-სა და 2-ე  სართულზე  განთავსებულია სავაჭრო-კომერციული და დამხმარე ფართები. მე-3-ე დან მე-6-ე სართულის ჩათვლით დაგეგმარებულია ღია ავტოსადგომები. 7 სართულზე მოწყობილია სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცე, აუზი, სპორტული დარბაზი ლაუნჯის სივრცე და ღია ტერასა. ხოლო მე-8 დან 41-ე სართულის ჩათვლით დაგეგმარებულია საცხოვრებელი ბინები“, – წერია განმარტებით ბარათში.„ვან ცენტრალ პარკის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ცენტრალ პარკ ავენიუა“, რომელსაც თავის მხრივ შპს „იდეა“ ფლობს. „იდეას“ მესაკუთრეები კი ლევან ფხაკაძე, სამსონ ფხაკაძე და ვასილ ფხაკაძეა.ცნობისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, უძრავ ქონებაზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩასა და თბილისის ცენტრალურ პარკს შორის მდებარეობს, ჯამში შვიდი ნაგებობის აშენება იგეგმება. მათ შორის ყველაზე მაღალი ნაგებობა 70 სართულიანი იქნება (სავარაუდოდ სწორედ აქ განთავსდება „ტრამ თაუერი) და მისი სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.