ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში ყვარელი – ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა , სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რადიო თავისუფლებას მუნიციპალიტების მერიებში განუცხადეს, რომ გზების გაწმენდას დაიწყებენ მას შემდეგ რაც ქარი ჩადგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება