ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა. რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად