ძლიერი წვიმა, თოვლი, ქარბუქი და ქარი – როგორია ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსის, ნონა ელისაშვილის განცხადებით, დღეს და მომდევნო დღეებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამინდი გაუარესდება. მისივე ცნობით, 7 იანვრიდან მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
“დღეისთვის, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უმეტეს ნაწილში გვექნება ძლიერი წვიმა, მთაში და მაღალ მთაში – თოვლი და ქარბუქი. მომდევნო დღეებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. კერძოდ – უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთებში და მაღალ მთებში – მოთოვს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 7 რიცხვიდან გაუმჯობესდება მეტეოროლოგიური პირობები, ქარის სიჩქარეც შემცირდება და დაიკლებს,” – აცხადებს სინოპტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ