„ძლიერი საქართველოს“ შტაბში ქოლ-ცენტრი ამოქმედდა

“ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბში ქოლ ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ოპოზიციური კოალიციის წევრები საკუთარ ამომრჩეველს პირადად უკავშირდებიან და თითოეულ მათგანს ახსენებენ, რომ ხვალ არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ესაუბრებიან მათ შორის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებიც.
“ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ “ოცნების” შესასუსტებლად ბრძოლის ყველა გზის გამოყენებაა საჭირო.
დღეს თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი მაჟორიტარები და ჩვენი ერთობლივი კანდიდატი მერობის ირაკლი კუპრაძე არიან პირდაპირ კომუნიკაციაში ჩვენს მომარჩეველთან, სატელეფონო კომუნიკაციაში. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და მივმართო თბილისელებს, რომ პროტესტი და ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენი მოწოდებაა, რომ გამოდით და თქვენს ხმას ნუ აჩუქებთ ს. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ, – ამბობს .
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აქტივობის მზაობის თვალსაზრისით, სურათი იმედის მომცემია.
ძალიან იმედის მომცემი სურათი ჩანს აქტივობის მზაობის კუთხით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია არ დავუშვათ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიაღწიოს იმას, რაც მას სურდა – დაბალი გამოცხადება. ეს არის “ქართული ოცნების” სურვილი, იმიტომ, რომ დაბალი გამოცხადების პირობებში, ის მიაღწევდა მისთვის სრულიად არაბუნებრივ პროცენტულ მხარდაჭერას, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა